Magenta LogoMain Page

Products

Prices

Contuct Us

Main Page

მოგესალმებით კომპანია “მაჯენტა”-ს სახელითMagenta Ltd - Digital Printing

ჩვენი კომპანიის საქმიანობა არის ციფრული ბეჭდვა და პოლიგრაფიული პროდუქციის წარმოება. ჩვენი პროდუქციის სახეობა არის ძალიან მრავალფეროვანი, აქედან სტანდარტული პროდუქტებია: სავიზიტო ბარათი, ბლანკი, კონვერტი, მენიუ, ბლოკნოტი, კედლის / სამაგიდე / ჯიბის კალენდარი, ბეიჯი, ფლაერი, პოსტერი, მოსაწვევი, მისალოცი, სიგელი, ღია ბარათი, ბროშურა, კატალოგი, სერტიფიკატი, წლიური ანგარიში, პრეზენტაცია, ეტიკეტი, ფასის მაჩვენებელი (Price Tag), სტიკერი, აფიშა და უამრავი სხვა. ჩვენ ასევე გთავაზობთ ბეჭდვის შემდგომი დამუშავების უამრავ საშუალებას: ლამინირება, აკინძვა სტეპლერზე და ზამბარაზე, კუთხეების მომრგვალება, ნებისმიერი ფორმის ამოსერვა და ამოკვეთა როგორც ოფსეტის ან ცარცის ქაღალდზე, ასევე წებოვან ქაღალდზე (სტიკერზე), ფოლგირებას და მრავალი სხვა. ჩვენი პროდუქცია მზადდება უახლესი დაზგების მეშვეობით, რაც უზრუნველყოფს საბოლოო პროდუქტის უმაღლეს ხარისხს. ნებისმიერი სხვა ტიპის პროდუქცია იქნება ადაპტირებული თქვენს მოთხოვნასთან შესაბამისად და იქნება დაანგარიშებული სპეციალური ფასებით.

რა არის ციფრული ბეჭდვა?C M Y K

იმის მიუხედავათ, რომ ტერმინს "ციფრული ბეჭდვა" იყენებენ ან გაუგია უამრავ ადამიანს, საბოლოოდ ზუსტად რას ნიშნავს ეს ტერმინი იციან მხოლოდ სპეციალისტებმა, რომლებიც მუშაობენ ამ სფეროში ან აქვთ უშუალოდ შეხება პოლიგრაფიის ამ დარგთან. ბევრს შეცდომით მიაჩნია, რომ ციფრული ბეჭდვა არის ბეჭდვა ლაზერულ პრინტერზე, მაგრამ ეს ასე არ არის. ციფრული ბეჭდვა არის ბეჭდვის ნებისმიერი სახეობა, რომელიც ხორციელდება ფაილის უშუალოდ კომპიუტერიდან ბეჭდვაზე გაშვებით ყველა დამატებითი ან მოსამზადებელი ეტაპების გარეშე. ციფრული ბეჭდვის დროს არ აქვს მნიშვნელობა რა ტიპის ფაილიდან ხდება ბეჭდვა, ეს მოქმედებს მხოლოდ საბოლოო ხარისხზე, თუ ფაილი მომზადებულია პროფესიონალის მიერ და პროფესიონალურ პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით, მაშინ თქვენ მიიღებთ უმაღლეს ხარისხს, რომელიც დააკმაყოფილებს ყველაზე მომთხოვნ დამკვეთს.
 

რა უპირატესობები აქვს ციფრულ ბეჭდვას?Magenta Ltd - Digital Printing

ციფრული ბეჭდვის ძალიან დიდი უპირატესობა არის დროის კოლოსალური ეკონომია. პოლიგრაფიის ეს დარგი გაძლევთ საშუალებას რომ მიიღოთ მზა პროდუქცია უმოკლეს ვადებში, ზოგიერთ შემთხვევაში რამოდენიმე საათში, რაც შეუძლებელია სხვა ტექნოლოგიის გამოყენებისას. ძალიან ხშირად ციფრულ ბეჭდვას ასევე ეძახიან "ოპერატიული პოლიგრაფია".
ციფრული ბეჭდვის დროს არ არსებობს მინიმალური ტირაჟი, ეს არის ძალიან დიდი უპირატესობა, როდესაც თქვენ გჭირდებათ პროდუქციის მცირე რაოდენობა. არ არის აუცილებელი დაბეჭდოთ 500 ან 1000 ეგზემპლარი. 1 ეგზემპლარიც არის სავსებით საკმარისი და არ ითხოვს დამატებით ხარჯებს.
ციფრულ ბეჭდვას არ გააჩნია ანალოგი, როდესაც თქვენი პროდუქტი ითხოვს პერსონალიზაციას. მაგალითად: პერსონალური მოსაწვევები სახელით და გვარით, კონვერტები პერსონალური მისამართებით, ბარათები უნიკალური კოდირებით და მრავალი სხვა. ყველა ასეთი პროდუქტის დაბეჭდვა ხორციელდება მხოლოდ ციფრული ბეჭდვის მეშვეობით.
ციფრული ბეჭდვით დამზადებული პროდუქტები ჩვეულებრივად ექვემდებარება ბეჭდვის შემდგომ დამუშავებას, როგორიცაა: ლამინაცია, აკინძვა, ლაქით დაფარვა და მრავალი სხვა, და ამ კომპონენტში არ ჩამოუვარდება არცერთ სხვა ტექნოლოგიით დამზადებულ პროდუქტს.
ყველა ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე გასაგებია, რომ ციფრული ბეჭდვა არის ყველაზე პოპულარული, თანამედროვე, მარტივი, სწრაფი და ხარისხიანი ტექნოლოგია პოლიგრაფიულ სფეროში. ამ ვებ-გვერდზე თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ სარეკლამო პროდუქციის ფართო არჩევანს, რომელსაც გთავაზობთ ჩვენი კომპანია. დაგვიკავშირდით და ჩვენი პროფესიონალი თანამშრომლები გაგიწევენ კონსულტაციას და დაამზადებენ თქევნთვის სასურველ სარეკლამო პროდუქტს უმაღლესი ხარისხით და უმოკლეს ვადებში. დახარჯეთ თქვენი ძვირფასი დრო უფრო მნიშვნელოვან საქმეებზე.

იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა იქნება ხანგრძლივი და ნაყოფიერი.

 

Facebook - Magenta Ltd   იხილეთ ”მაჯენტა” Facebook-ზე

 

Magenta Ltd - Digital Printing

შპს მაჯენტა  -  საქართველო  -  2019 - საავტორო უფლებები დაცულია